top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ისტორია დაიწერა, მადლობა ყველას, პირველ რიგში ბიჭებს

„ისტორია რომ დაიწერა, ყველა იმეორებს და ახალს არაფერს ვიტყვი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ესპანეთთან თამაშის დასრულების შემდეგ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მადლობა ყველას, პირველ რიგში ბიჭებს ეკუთვნით, საოცრება რომ ჩაიდინეს. თან ჩვენ, ქართველები, მაქსიმალისტები აღმოვჩნდით ამ შემთხვევაშიც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში. ჯერ ევროპაზე გასვლა საოცრება იყო, ჩავთვალეთ, ასე მივიჩნიეთ და სწორადაც რომ საოცრება იყო. შემდეგ 16 საუკეთესო გუნდში მოვხვდით და დღეს მოვინდომეთ, რომ ესპანეთისთვისაც მოგვეგო.

პირველი ტაიმი რომ დასრულებულიყო სამართლიანად და ამ მომენტით არ დავჩაგრულიყავით, შეიძლება, ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად მომხდარიყო და მოეხერხებინათ, ახალი საოცრება ჩაედინათ, მაგრამ რაც იყო, ის იყო, საოცრება ყველა ვარიანტში, ახალი ისტორია ბიჭებმა დადეს, ნაკრებმა დადო.

ვილი სანიოლს უდიდესი მადლობა, ამ ლეგენდარულ კაცს ბევრი გაგებით, წარმოუდგენელია, რომ არ დავაფასოთ, ამ კაცს მართლა ძეგლი უნდა დავუდგათ ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ფედერაციას და ჩვენს ქომაგებს, რომლებიც როგორ იქცევიან დღეს ქუჩაში, როგორ იქცეოდნენ მოედანზე მთელი ორი ტაიმის განმავლობაში და ბოლოშიც, 4:1 რომ ვაგებდით, საქართველო, საქართველო სკანდირებდა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ