top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა საქართველოს ნაკრების თითოულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს, ქომაგებს, ყველას!

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“მადლობა საქართველოს ნაკრების თითოულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს, ქომაგებს, ყველას! თქვენ ახალი ფურცელი დაწერეთ საქართველოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში… მთელმა მსოფლიომ ნახა თქვენი მებრძოლი სული, შემართება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი… მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც ტოლს არ უდებენ ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. წარმატებები ჩვენს საამაყო ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!”.

ასევე იხილეთ