top_leaderboard
left_sabechdi

გურამ კაშია: მე პირადად ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობ

„ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მე პირადად ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობ. ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი თავგადასავალი გამოვიდა ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის, ხალხისთვის. ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა ქვეყანაში და მიხარია, რომ ასეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავთ“, – აღნიშნა კაშიამ.

მან ასევე ისაუბრა ესპანეთი-საქართველოს თამაშის გეგმაზეც.

„პირველი ნახევარი, ალბათ, გეგმას მივყვებოდით და ძალიან კარგად გავართვით თავი, მეორე ნახევარში კიტეიშვილის დამტვრევის შემდეგ საერთოდ შეიცვალა თამაშის ხარისხი. კიტე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ჩვენთვის და სამწუხაროდ დაგვაკლდა მეორე ტაიმში“, – განაცხადა კაშიამ.

ასევე იხილეთ