top_leaderboard
left_sabechdi

ზურიკო დავითაშვილი: ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით

ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა განაცხადა.

„შეხვედრა რთული გამოვიდა, დასანანია მარცხი, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ესპანეთი ძალიან მაგარი ნაკრებია. ჩემი აზრით, ამ ჩემპიონატის ფავორიტები არიან. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მე ასე ვფიქრობ. მოთამაშე ხელს უშლიდა მამარდაშვილს, მაგრამ ფეხბურთია, ასეთი შეცდომები ხანდახან იპარება ხოლმე. საბოლოო ჯამში, ვამაყობ ჩემი გუნდით, ნაკრებით, ქვეყნით, გულშემატკივრებით და ვფიქრობ, ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი გამოვიდა. გავედით მერვედფინალში, ყველა გახარებულია, მთელი საქართველო. ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის და შემდეგ ჩემპიონატებში, ალბათ, უფრო გაგახარებთ და ასეთი თამაშების გამოცდილება უფრო გვექნება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ასევე იხილეთ