top_leaderboard
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სპორტის განვითარებაზე ყველაფერი ერთად აღებული მოქმედებს, თორემ რამდენი ფულიც არ უნდა ჩაასხა, არაფერი გამოვა

„სპორტის განვითარებაზე ყველაფერი ერთად აღებული მოქმედებს, თორემ რამდენი ფულიც არ უნდა ჩაასხა, არაფერი გამოვა – სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ქვეყნის განვითარება, ყველაფერი მოქმედებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ სპეციალურ გამოშვებაში ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და ძალისხმევა უნდა ჩაიდოს ფეხბურთში.

„12 000 ფეხბურთელამდე იყო ფეხბურთელების რაოდენობა კრებითად, ბავშვებიც, ვინც დადიოდნენ კლუბებში და ა.შ. დღეს კი არის 40 000. ნებისმიერი ფაქტორი როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე. ზრდა მარტო იმ პერიოდში კი არ დაიწყო, როცა ფეხბურთს ყურადღება მიექცა, სტადიონების ნგრევის და მათ ადგილზე კორპუსების აშენების ნაცვლად, პირიქით, მშენებლობა დაიწყო ა.შ. არამედ მაშინაც, როცა მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი ბუმი მოახდინა ამ სფეროში, უკვე ამ დროს გაბევრდა ამ ბავშვების რაოდენობა, ვინც მსურველი გახდა ფეხბურთზე სიარულის. რამდენი მაისურით მეტი გაიყიდა, რომელსაც კვარაცხელია ეწერა უკან და 7 ნომერი და 77, ეს ალბათ სპორტის სფეროში ჩემზე კარგად იციან. ახლა, როდესაც ამხელა წარმატებას მივაღწიეთ, ნახტომი ჰქონდა ქართულ ფეხბურთს, ახლა მოიმატებს ამათი რაოდენობა.

ამასობაში, სახელმწიფო ხელშეწყობა – ახალი სტადიონი დაანონსდა. ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში ხომ კრიტიკოსები გამოუჩნდებიან ხოლმე. ბორის პაიჭაძის სტადიონი ყველას ხომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმას საგულშემატკივროდ თავისი მინუსები აქვს. გერმანიაში რომ ამხელა სიახლოვე, იმდენად ემოციური კავშირია გულშემატკივრის, ეს კლასიკაა. თუ დააკვირდებით, რამხელა სიახლოვეა მაყურებელსა და მოთამაშეებს შორის იქ, მიხვდებით, თუ რა სტანდარტით უნდა აშენდეს ახალი სტადიონი. ამ ახალი სტადიონის სტანდარტი სწორედ ეს იქნება, როცა ინტერაქციაში შედის გულშემატკივარი მოთამაშესთან, მაშინ ხდება ნამდვილი მეთორმეტე ფეხბურთელი ქომაგი. ამ სტილზე გადასვლა ერთი ნიუანსია. საკლუბო ფეხბურთშიც ჩადებული ინვესტიციები. მერე, ამ ბიჭების გმირობა, ისინი ხომ მაგალითები გახდნენ, საგმირო საქმეს აკეთებდნენ. ბავშვებს ხომ უნდათ, რომ იარონ და ეს ფეხბურთელები გახდნენ, რომლებმაც ასეთი საქმე გააკეთეს და ამ დროს, ეს ყველაფერი ერთად აღებული მოქმედებს, თორემ ცალკე, რამდენი ფულიც არ უნდა ჩაასხა, ვერაფერს იზამ. მაგარი ფეხბურთელებიც ხომ გვყავდნენ, კახადან დაწყებული ქინქლაძეს დღემდე ჰყავს როგორი გულშემატკივრები, რომ მისი მაისურებით დადიან, ვინ არ გვყავდა, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი არ გვყოფნიდა. ჩვენ მივხვდით, რომ ბევრი ფაქტორი, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, ქვეყნის განვითარება მოქმედებს. ქვეყანა ვითარდება, პროგრესი მიდის, ამ მიმართულებითაც ეხმარები. ახლა, როცა ნახე, რომ გმირები გვყავს ფეხბურთში, კიდევ მეტი უნდა ჩაიდოს ინვესტიციების სახით და კიდევ ბევრი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს ამ სფეროში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ