top_leaderboard
left_sabechdi

კახეთის მხარეში, აღმზრდელები და მეთოდისტები სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების განახლებული პროგრამით გადამზადდნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, კახეთის მხარეში, 250-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების განახლებული პროგრამით – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გადაამზადა. პროგრამა მიზნად ისახავს ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების  ამაღლებას გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.

სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის განახლება სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის კვლევის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. განახლებული პროგრამის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს კლიმატის ცვლილების საკითხები დაემატა.

გადამზადებულ აღმზრდელებს და მეთოდისტებს სახელმძღვანელოები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე იხილეთ