top_leaderboard
left_sabechdi

CNN: ოჯახმა ბაიდენი დაარწმუნა საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშოს

ჯო ბაიდენის ოჯახმა აშშ-ის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ არჩევნებს არ უნდა გამოეთიშოს. ამის შესახებ CNN ბაიდენის მრჩევლებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენები კემპ-დევიდის რეზიდენციაში 30 ივნისს შეიკრიბნენ და წარუმატებელი დებატები განიხილეს. მათ შორის იყვნენ ბაიდენის მეუღლე ჯილი, შვილი ჰანტერი და შვილიშვილები. წყაროს ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილებოდა ბაიდენის იმ თანაშემწეთა გათავისუფლების საკითხიც, რომლებიც მას დებატებისთვის ამზადებდნენ. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი ცნობილია თავისი უახლოესი მრჩევლების დაცვით და არ უყვარს თანაშემწეების გათავისუფლება.

ამასთან, პრეზიდენტის უფროსმა მრჩევლებმა CNN-ს განუცხადეს, რომ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა იმის განხილვა, დარჩება თუ არა ბაიდენი საარჩევნო რბოლაში.

დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის 27 ივნისს გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრით, ის საღამო მოქმედი პრეზიდენტისთვის წარუმატებელი იყო.

ასევე იხილეთ