top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: „ჯორჯ ბაირონი“ და „ერნესტ ჰემინგუეი“!

„წალენჯიხაში ჩასულან, ლიტერატურული ფესტივალი გაუმართავთ – „გრანელი“. სუ ლიტერატურულად დაუბოლებიათ იქაურები“, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ მიერ წალენჯიხაში გამართულ „ლიტერატურულ ფესტივალს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

„ჯორჯ ბაირონი“ და „ერნესტ ჰემინგუეი“!

***

ეგეთი ჩაფიქრებული ხალხი თუ მენახოს, მე ვიყო „გეპეის“ კომკავშირის მდივანი.

ახლა წალენჯიხაში ჩასულან, ლიტერატურული ფესტივალი გაუმართავთ – „გრანელი“. სუ ლიტერატურულად დაუბოლებიათ იქაურები. ლიტერატურულად რა, როგორც მეორე სურათზე ხედავთ, „ერნესტ ჰემინგუეიმ“ ამას წინებზე წიგნი რო დაწერა, მაგით იმარიაჟა. სადაც დადის, ყველგან თან დააქ, როგორც კი მომენტს ნახავს, ეგრევე დააძრობს ხოლმე მაუზერივით და იკრიჭება ყინულზე წაქცეული სახედარივით.

***

პირველ სურათზე როა თქვენგან მარცხნივ, ეგ „ბაირონია“, ოღონდ ფეხით კოჭლი კი არა, გონებით კოჭლი.

იიიიჰ, რაც მაგან ამას წინებზე იყროყინა, რაც მაგან იშავდღევა, რაც მაგან იწვალა და პარლამენტის შენობას გარშემო ურბინა, კი ეკუთვნის ხაზარაძის ლიტერატურული ფონდიდან ერთი მსუყე პრემია.

***

და მაინც!

რას დადიან, რას დაბოდიალობენ ეს ჩვენი ცოდვით სავსეები?

თავიდან ვიფიქრე, ტერენტი გრანელთან იყო დაკავშირებული რამე თარიღი, ეგებ დაემთხვა და ეგ აღნიშნეს-მეთქი. არა, უბრალოდ გიალო ხარჩილავასთან მოილაპარაკეს და „ჰემინგუეიმ“ თავისი ბესტსელერი ჩაიტანა.

თქვენ გგონიათ, ვინმეს აჩუქა? გაყიდა!

***

ისე, რაღა დაგიმალოთ და… მეგონა, 26 ცალს „ჰემინგუეი“ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს გაუგზავნიდა საჩუქრად, მაგრამ მოვტყუვდი, აქაც წამძლია ჩემმა ფანტაზიამ.

„ჰემინგუეის“ უთქვამს, როცა ბიჭები თბილისში დაბრუნდებიან, ერთ ცალს გავუგზავნი, სანიოლი წაიკითხავს და დანარჩენებს მოუყვებაო.

გრიშა გეგელიას უთქვამს, სანიოლმა ქართულად კითხვა არ იცისო.

„ჰემინგუეი“ ღრმად ჩაფიქრებულა და… რავი, მაშინ ხიზანამ წაიკითხოს და დანარჩენებს მოუყვესო.

ჰოოოო… ეგრე შეიძლებაო, მე სუ ვგრძნობდი, რო თქვენ გენიოსი იყავითო, – დასძინა თურმე გრიშამ“, – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ