top_leaderboard
left_sabechdi

„აიაქსის” ქომაგები მიქაუტაძის გუნდიდან წასვლაზე: რა სულელები ვართ, რომ გავუშვით

ოფიციალურად დადასტურდა, რომ “აიაქსმა” გიორგი მიქაუტაძე გუნდიდან გაუშვა. ქართველმა თავდამსხმელმა 2022/23 წლებში სეზონის ნახევარი ნიდერლანდურ გუნდში გაატარა, შემდეგ კი “მეცში” 6 თვიანი იჯარით გაუშვეს, საბოლოოდ ფრანგულმა გუნდმა 23 წლის ფეხბურთელი 13 მილიონად გამოისყიდა.

აღნიშნული ფაქტის გამო ამსტერდამული გუნდის ქომაგები გაკვირვებულები და გაბრაზებულები არიან, რადგან „აიაქსმა” ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვერ დააფასა.

გულშემატკივრების კომენტარები სოციალურ ქსელში:

გასულმა სეზონმა მწარედ მოგვატყუა, რადგან საუკეთესო მწვრთნელთან ერთად, მას, ალბათ, მეტის გაკეთება შეეძლო.

რა სულელები ვართ, რომ გავუშვით

ის ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაშობს და როდესაც მოვიდა დრო, რომ უნდა შეგვენარჩუნებინა, აიაქსი მას უშვებს? კარგი რა

მიქაუტაძე საოცარი ფეხბურთელია. გუშინ მან თავისი შესაძლებლობები აჩვენა

აიაქსს არ შეუძლია ახალ მოთამაშეებთან ურთიერთობა

“მეცი” 5 საათში ხელახალი გაყიდვით დამატებით 10 მილიონს იღებს

ასე მარტივად არ უნდა გაგვეშვა

ასევე იხილეთ