top_leaderboard
left_sabechdi

შვაინშტაიგერი: უდიდესი პატივისცემა ქართველებს მაღალი დონის ტურნირისთვის

გერმანელი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი ესპანეთი-საქართველოს მატჩს დაესწრო და თამაშის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ესპანეთის გამარჯვებას და ქართველების თამაშს გამოეხმაურა.

შვაინშტაიგერის შეფასებით, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მაღალი დონის თამაში აჩვენა.

„ძლიერმა ესპანეთმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მეოთხედფინალში გერმანიასთან დაპირისპირება ელის – ჯერჯერობით, ეს ტურნირის ორი საუკეთესო გუნდია.

უდიდესი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მაღალი დონის ტურნირისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში შვაინშტაიგერი და „ბაიერნში“ თავის ყოფილ თანაგუნდელ ვილი სანიოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

ასევე იხილეთ