top_leaderboard
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის თაობაზე: თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში UFC-ის ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრას ეხმიანება.

ჩიხელიძე დონალდ ტრამპის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ხაბიბ ნურმაგედოვთან ერთად არის გადაღებული და ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მანვე აღნიშნა, რომ UFC-ის ჩემპიონთან შეხვედრა გასაკვირი არ არის.

„ეს ამბავი გახსოვთ? გერმანიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა, რაზეც ოპოზიციამ კრიახი ატეხა, რუსეთუმე ნურმაგომედოვთან შეხვედრა როგორ შეიძლებაო, თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა?

UFC-ის ჩემპიონია და შეხვედრა რა გასაკვირია.

ამ ფოტოზე რას იტყვით, სადაც ხაბიბი ტრამპს ხვდება? ბატონო შალვა, თქვენი სტატუსი, თქვენი პრინციპულობის ტესტია, ტრამპზეც იტყვით, რომ პუტინის გზავნილი გადასცეს, თუ სირაქლემას პოზას აირჩევთ?“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ