top_leaderboard
left_sabechdi

ამირან სალუქვაძე: ჩვენი ნაკრების გარეშე გაუფერულდა ევრო2024

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ჩვენი ნაკრების გარეშე გაუფერულდა ევრო 2024.

ადრე ასეთი შეგრძნება არ მქონია. თქვენც მასე ხართ?

მსოფლიოზეც და ევროზეც რომელიმე ნაკრებს ვქომაგობდი.

აწი სხვაგვარად იქნება…

ამისათვისაც მადლობა ჩვენს ნაკრებს და ყველას, ვინც აღმავლობის გზაზე დააყენა ჩვენი ფეხბურთი.

ტიკტოკის “სტრიმებს” ვუსმენ ხოლმე. “პრაfესორობენ, ჩვენს ნაკრებს მომავალი არ აქვსო. ადარებენ გრანდებს, თუ რამდენად ჩამოვრჩებით. ყველაზე მიუღებელი განწყობაა.

წინა პოსტში, გუშინ, ორი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანე. თუ გავაგრძელებთ განვითარებაზე მუშაობას, კიდევ წავიწევთ წინ. ამ თემაზე სხვა დროს”, – წერს სალუქვაძე.

ასევე იხილეთ