top_leaderboard
left_sabechdi

ანალენა ბერბოკი: უკრაინისათვის დახმარების გაწევა ჩვენს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გაღიზიანებულია იმ ადამიანების განცხადებებით, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა ქველმოქმედებაა.

„ცოტა მაღიზიანებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ დისკუსიებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერა აღიქმება, როგორც საქველმოქმედო ჟესტი და არა ის, რაც სინამდვილეში არის – ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში. ინვესტიცია ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში. არ შეიძლება ამაზე უფრო დიდი ეროვნული ინტერესი არსებობდეს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ამასთან, ბერბოკმა თქვა, რომ ბერლინმა საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციების ჩადება აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

„გერმანიამ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბერბოკმა

ასევე იხილეთ