საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „მადლობა“, „საქართველო“.
ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.
ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართება.