top_leaderboard
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ვინმეს საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს

“ვინმეს თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფოებს შორის საჭიროა დიპლომატიური და მეგობრული ენა. ეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში რუსთაველმა თქვა, „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. ვინმეს თუ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა, რა თქმა უნდა, სანქციებისა და მათრახების ნაცვლად, მეგობრული ენით უნდა გვესაუბროს. ჩვენთან ეს ნამდვილად ჭრის, დანარჩენი ისტორიულად არაფერი ჭრის და არც ადრე ჭრიდა, რაც მუქარებს ეხება. ჩვენ მეგობრობისთვის მზად ვართ. პრიორიტეტის დროს ურთიერთობაში წახალისება უნდა იყოს. ამერიკის მხრიდან მუქარისას ვერაფერი მოიძებნა, რომ რაღაცის გაუქმებით დაგვემუქრებოდა. სამწუხაროდ, არაფერი დაუწესებიათ, არც ვიზა და არც სავაჭრო შეთანხმება. რუსეთი ოკუპანტი რომ არის, ეს ისედაც ვიცით და ისინი უფრო მეტ ვიზას იღებენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ურთიერთობებში პრიორიტეტია სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირი ფრენები და სავაჭრო შეთანხმება, რასაც თუ გააკეთებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის მაღალჩინოსნებთან და არსებობს საკითხები, რომლებიც აშშ-ს სურს, პრიორიტეტად აქციოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

ასევე იხილეთ