leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი დაკავებულია საქმით, რასაც ოპოზიციის პირდაპირი მხარდაჭერა ჰქვია

„მგონია, რომ როდესაც წინასწარ გაიცემა შეკვეთები, როგორი უნდა იყოს არჩევნების რეზულტატი,  არაკორექტულია. არ შეიძლება წინასწარ ანონსების გამოცხადება. ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას. სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ დღეს საქართველოში არის მოცემულობა, როდესაც  „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა. ის ხვდება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელი რეზულტატი გახლავთ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება. ის აპირებს წინასწარ გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება  გააჩინოს მოსალოდნელ რეზულტატთან დაკავშირებით. ეს  მიანიშნებს იმაზე, რომ ის დიახ, რა თქმა უნდა, დაკავებულია იმ საქმით, რასაც ჰქვია ოპოზიციის პირდაპირი  მხარდაჭერა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიკერძოებულია და მისი განცხადებები არ არის სერიოზული.

„სამწუხაროდ, არასერიოზული განცხადებები დამახასიათებელ ხელწერასავით იქცა სალომე ზურაბიშვილისთვის.  ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა,  ნამდვილად არ მიხარია ამის აღიარება. სალომე ზურაბიშვილი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას,  არ გააკრიტიკოს ის, ვინც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ეს არ გამოიყურება სერიოზულად. პრეზიდენტი გარკვეული ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტს მაინც  უნდა აკმაყოფილებდეს. ის ერის გამაერთიანებელი უნდა  იყოს და  სიმბოლურ დატვირთვას ატარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.

 

ასევე იხილეთ