ირაკლი ზარქუა: ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით ვოიაჟს აგრძელებს, რათა ლობისტურმა ჯგუფებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვონ
„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევით ვოიაჟს აგრძელებს, რათა ლობისტურმა ჯგუფებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვონ, ჩამოვა და იტყვის, ვთქვი არა და არასდროს, მაგრამ შეწყალებას მაიძულებენო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოკავშირე იქნება.
„ჩვენ რომ გვეგონა, გვარამიას შეწყალება სალომე ზურაბიშვილის გადაწვეტილება იყო, ე.ი. მას ეს დაავალეს. ფოტიგამ თქვა, ეს წინასწარ ვიცოდიო. ეს რას ნიშნავს? სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს და უთხრეს, გვარამია შეიწყალეო. სავარაუდოდ მეორე წრეზე მიდის. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი, მას ლეგიტიმაცია იმპიჩმენტის დროს ჩამოვართვით. კონსტიტუციის დარღვევით ვოიაჟს აგრძელებს, რათა ლობისტურმა ჯგუფებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვონ. ჩამოვა და იტყვის, ვთქვი არა და არასდროს, მაგრამ შეწყალებას მაიძულებენო. ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, მოკავშირე იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების, როგორც ბიზნესის ტერორის და სახელმწიფოს ტერიტორიების დაკარგვის, ასევე ახალგაზრდების ჩაცხრილვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.