top_leaderboard
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: კაცი კიოლნში ჩავიდა, საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრა და ესენი კიდე – კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და ცოტნე ივანიშვილმა სურათი რათ გადაიღესო?

„კაცი კიოლნში ჩავიდა, საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრა და ესენი კიდე – კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და ცოტნე ივანიშვილმა სურათი რათ გადაიღესო? რავი, ეშმაკმა რო სილა გკრათ, უნდოდათ და გადაიღეს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტიგელა ზედელაშვილი წერს:

„ჭუტლექსაანებმა, ჩუტრუკაანებმა, ჭუჭულიკაანებმა, ოჩოპინტრეებმა და წუპაკაანებმა (რამდენნი არიან, ეს მუდრეგები) კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და ცოტნე ივანიშვილი კიოლნში გამოიჭირეს – ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ და სურათიც გადაიღსო. ესე იგი, როგორც ვამბობდით, ესენი მართლა რუსეთუმეები არიანო!

ამათ არ იციან, ვინ არის ხაბიბ ნურმაგომედოვი, არც აინტერესებთ, შავმა ნოდარამ მარტო ის უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეა და პუტინთან კარგად არიო.

მორჩა, ამათ აფრები თავიანთებურად აუშვეს და იგეთი ,,სკანდლები” გამააცხეს, ვეჭვობ, თვითონაც სჯეროდეთ.
თუმცა, რატომ არ უნდა სჯეროდეთ? შავმა ნოდარამ უთხრა და განა ეჭვის შეტანა შეიძლება? შავი ნოდარა ხო ,,უგენიოსესია”?

მოდით, მარტო ჩვენში დარჩეს, იმათ არ გააგებინოთ… პრინციპში, თუ გინდათ, გააგებინეთ, მაინც არ დაიჯერებენ.

ნურმაგომედოვი არის შერეული საბრძოლო ხელოვნების ვეტერანი მებრძოლი, მსოფლიო ორგზის ჩემპიონი სამბოში, იგი არის პირველი მუსლიმი, რომელმაც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტიტული მოიგო.

დაიბადა და გაიზარდა დაღესტანში!

არის American Kickboxing Academy-ის წევრი!

ნურმაგომედოვთან სურათები გადაღებული აქვთ დევიდ ბექჰემს, ლუიშ ფიგუს, კრიშტიანო რონალდუს, დონალდ ტრამპს და ვიღას არა!

ჭუტაანებს, ჩუტრუკაანებსა და ჭუჭულიკაანებს რომ დავუჯეროთ, ჩვენ დაღესტნელ ძმებთან სურათები არ უნდა გადავიღოთ, რადგან ეგენი რუსეთის ფედერაციაში შედიან.

დიახ, ჩვენ საერთოდ უნდა მოვიკვეთოთ მთელი ჩრდილოეთი კავკასია, ეგენი რუსეთუმეები არიან, შავმა ნოდარამ ეგრე თქვა და რა, არ დაეჯერება?

კაცი კიოლნში ჩავიდა, საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრა და ესენი კიდე – კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და ცოტნე ივანიშვილმა სურათი რათ გადაიღესო?

რავი, ეშმაკმა რო სილა გკრათ, უნდოდათ და გადაიღეს!

სხვათა შორის, თურმე ეგ ხაბიბი თბილისში ხშირად ჩამოდის… ჰოდა, თუ ვინმეს ,,ფრითენზიები” და ტრაკი გაქვთ, დაეჭიდეთ.

რასაც დაიჭერთ, მერე შავნოდარას წაუღეთ!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ