top_leaderboard
left_sabechdi

გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს

“სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ შეცვლილ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. ახალი გადაწყვეტილებით ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს.

„ფსევდო-პრეზიდენტს რაციონალიზმი შერჩა? რა საჭირო იყო გაუგონარი თავხედობა და არაადეკვატურობა ეროვნული ნაკრების შერჩევით დაჯილდოებაზე?! სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ჩვენს საამაყო ბიჭებს და აჩვენა, სიჯიუტის რა უფსკრულშია და როგორ თვითდამაზიანებლად იქცევა. ახლა კი, სავარაუდოდ, ახლო გარემოცვის რჩევით, შეცვალა ადრინდელი სამარცხვინო განკარგულება. ჩემპიონატზე ასპარეზობამდე სტიმულიც კი არ მისცა ფეხბურთელებს, რომლებმაც აჩვენეს ღირსება და გერმანიაში, მათთან შესახვედრად მისული ზურაბიშვილი დამსახურებულად არ დააიგნორეს. სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.

ახალი გადაწყვეტილებით, ის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ ყველა პირს დღეს დააჯილდოებს. ნაცვლად მის მიერ დაანონსებული სექტემბრის თვისა, მან ახალი გადაწყვეტილება დაჩქარებულად, დღევანდელი რიცხვით მიიღო. მანამდე, ე.წ. პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა“,– წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ