top_leaderboard
left_sabechdi

ქალაქ კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჩვენი თანაქალაქელის, „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით, ქალაქ კასპში  უფასო სამედიცინო  აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, რომელიც  მოიცავდა კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პროფილის  კონსულტაციებს და გამოკვლევებს „თბილისის გულის ცენტრის“ სამედიცინო პერსონალი  90 პაციენტს მოემსახურა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „თბილისის გულის ცენტრს“ თანამშრომლობისა და მორიგი აქციისთვის.

ასევე იხილეთ