top_leaderboard
left_sabechdi

ლევან ჟორჟოლიანი: თავისუფლების მოედანზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, ყველას ველოდებით 20:00 საათიდან, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს

„20:00 საათზე არის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაში ლატვიის წინააღმდეგ“, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე არის  დიდი ეკრანები დამონტაჟებული და ყველას ექნება შესაძლებლობა, უგულშემატკივროს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს.

„ყველას, გულშემატკივრებს, ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს“, –  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე იხილეთ