top_leaderboard
left_sabechdi

პოლონეთის პრემიერი: გერმანია ევროპის უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ქვეყანა უნდა გახდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გერმანია ევროპის უსაფრთხოების სფეროში წამყვანი ქვეყანა უნდა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

„ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია არ გახდება წამყვანი ქვეყანა ევროპული, მათ შორის, პოლონური, საერთო უსაფრთხოების თვალსაზრისით. პოლონეთმა და გერმანიამ, როგორც თავისუფალმა და დემოკრატიულმა ევროპულმა ქვეყნებმა, ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ტუსკმა გერმანელ კოლეგასთან, კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ასევე იხილეთ