top_leaderboard
left_sabechdi

შოთა არველაძე: გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია, ეს არის მთავარი, ვულოცავ ყველა ქომაგს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ეროვნული გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ევრო 2024-ზე ღირსეული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი ორი კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია, მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის შენარჩუნება და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ“.

ასევე იხილეთ