top_leaderboard
left_sabechdi

ოთარ კიტეიშვილი: ეს იყო უდიდესი ემოცია, განსაკუთრებით როდესაც ქართველ ხალხს ასე გახარებულს ვხედავდით

„ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და შევეცდებით, რომ ზრდა გავაგრძელოთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.

ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო გასაოცარი 3 კვირა, რაც დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. ყოველი დღე იყო განსაკუთრებული ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის და ეს იყო უდიდესი ემოცია ფეხბურთელებისთვის, როცა ვხედავდით ქართველ ხალხს ასე გახარებულს, განსაკუთრებით პორტუგალიის თამაშის შემდეგ. დღეს ამდენი ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, უდიდესი მადლობა მათ.

ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია. ამის საბაბს ჩვენი თამაში აძლევს, ეს მისასალმებელია და მაქსიმალურად შევეცდებით, გავაგრძელოთ ზრდა, განვვითარდეთ და ეს შედეგებზეც აუცილებლად აისახება“, – აცხადებს კიტეიშვილი. 

ასევე იხილეთ