top_leaderboard
left_sabechdi

დავით ხარაბაძე: ორგანიზატორები და სხვა გუნდის წევრები გვწერდნენ, თქვენმა გუნდმა გაალამაზა ეს ევროპის ჩემპიონატიო და ამით ყველაფერი ნათქვამია

„ყველაზე კარგი გამოხმაურება რაც იყო ის, რომ თვითონ ორგანიზატორები და სხვა გუნდის წევრები, ჩემი კოლეგებიც გვწერდნენ, რომ თქვენმა გუნდმა გაალამაზა ეს ევროპის ჩემპიონატიო და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა გულშემატკივრობით.

„საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გულშემატკივრობით, ემოციებით და შესაბამისად დაგხვდნენ, იმის შესაბამისად დაგვხვდნენ, რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს და უღრმესი მადლობა ყველას ასეთი დიდი გულშემატკივრობისთვის და ასე რომ უყვარს ყველას თავის ქვეყანა“, – აცხადებს ხარაბაძე.

ასევე იხილეთ