top_leaderboard
left_sabechdi

ნინო ფოჩხუა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს ინიციატივის უარყოფაზე: გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ

„გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ. ასე მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფილი იქნა”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ქმედებით, შეილახა საქართველოს ინტერესები და ამ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ მართალია, დელეგაციის სიმცირის გამო, ეს უარყოფა ვერ იმოქმედებს რეზოლუციის მიღებაზე, მაგრამ ეს იქნება ხმამაღალი ნათქვამი იმ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობაზე, რაც მოხდა ეუთოს ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 31-ე სესიაზე.

„გამაოგნებელია, როცა სიტყვით გმობ რუსეთს და საქმით მის თამაშს თამაშობ. ასე მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილი ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უარყოფილი იქნა.

ამით შეილახა საქართველოს ინტერესები და ამ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. მართალია, დელეგაციის სიმცირის გამო, ეს უარყოფა ვერ იმოქმედებს რეზოლუციის მიღებაზე, მაგრამ ეს იქნება ხმამაღალი ნათქვამი იმ ორმაგ სტანდარტსა და უსამართლობაზე რაც მოხდა ეუთოს ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 31-ე სესიაზე“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე იხილეთ