top_leaderboard
left_sabechdi

ლაშა დვალი: დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ღირსების ორდენებით ვჯილდოვდებით

„გაჩერებას არ ვაპირებთ, მომავალი წინაა”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა განაცხადა.

მისი თქმით, ღირსების ორდენებით დაჯილდოება დიდი პატივია.

„მადლობელი ვართ ძალიან, ძალიან გახარებულები ვართ. დიდი დახვედრაა, ისტორიული დღეებია და არ ვაპირებთ გაჩერებას. მომავალი ნამდვილად წინ არის. ნამდვილად დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ღირსების ორდენებით ვჯილდოვდებით. 

იგრძნობოდა რწმენა, სჯეროდა ჩვენი გულშემატკივრებს და გვინდა, რომ გააგრძელონ ასე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქართველი ხალხი. ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა“, – აცხადებს დვალი. 

ასევე იხილეთ