„თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია, სხვანაირად ვიგრძნო დღეს”, – ასე უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ გრძნობს თავს ჯანმრთელობის მხრივ, რადგან ცნობილია, რომ საქართველო-ესპანეთის დროს ტრავმა მიიღო.
„ეს ყველაფერი ისტორიას და ჩვენს გონებას სამუდამოდ დარჩება. ამაყები ვართ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვართ. თავს იდეალურად ვგრძნობ, შეუძლებელია, სხვანაირად ვიგრძნო დღეს“, – აღნიშნა კიტეიშვილმა.