leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დავბრუნდი და დებატებზე კინაღამ ჩამეძინა

“დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დებატებზე კი კინაღამ ჩამეძინა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებზე მისი გამოსვლა გადაღლილობის გამო საუკეთესო არ იყო.

„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს თანამშრომლებს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

გასულ თვეში, ორი კვირის განმავლობაში, ბაიდენი იტალიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, Reuters/Ipsos-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასევე იხილეთ