“უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად”,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
ვაშინგტონში ვიზიტისას ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას თუ როგორ უნდა მიაღწიოს „სამართლიან მშვიდობას“ ომში.
„ჩვენ მზად არ ვართ კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ, ესენია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი“, – განაცხადა ერმაკმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინა განცხადებებს, რომ დონალდ ტრამპი გაუმკლავდება ომს, ერმაკმა უპასუხა: „არ ვიცი. ვნახოთ“.