leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, ამ დროს რეზოლუციაში ისეთი ცვლილება შეაქვს, რითაც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება

ამერიკის მხრიდან რეზოლუციაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება, ეს ნაბიჯი არის ანტიქართული და რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ამერიკელებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. გვეუბნებიან, რომ მეგობრები ვართ, რუსეთია მტერი, დიქტატორი, თუმცა ამ დროს ისეთ რეზოლუციას იღებს, რომლის მიხედვითაც, საკითხი რუსეთის სასარგებლოდ წყდება და საქართველო არის, როგორც დამნაშავე. დასანანია, რომ ამერიკა, რომელსაც მეგობრობა სურს, გვეუბნება, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს და ამ დროს ეუთო-ში, რეზოლუციაში ისეთი ცვლილება შეაქვს, რითაც რუსეთი მშვიდობისმყოფელად გვევლინება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას – „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით, დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს არ არის კონფლიქტის მხარე“.

ასევე იხილეთ