leaderboard_below_slide
left_sabechdi

„PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. 

„PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს. 

ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია „საქართველოს ბანკის“ ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება „საქართველოს ბანკის“ POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას. 

დაგროვებული PLUS ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, მათ შორისაა ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ბილეთები და სხვა. PLUS ქულებით ასევე შესაძლებელია სამგზავრო ან მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების დაფარვა ან სხვა სახის მომსახურების მიღება. 

დაბადების დღეზე ფასდაკლება მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. სასურველი ნივთის შეძენა კი შესაძლებელია როგორც მთლიანად PLUS ქულებით, ისე ნაწილობრივ – თანხით. 

„მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად PLUS-ის დაბადების დღეს ჩვენი მომხმარებლები დიდი მოლოდინით ხვდებიან. ჩვენ წელსაც არ ვარღვევთ ტრადიციას და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინონ სასურველი ნივთი ან მიიღონ მომსახურება ნახევარ ფასად, ქულების დახმარებით. წელს 5 ივლისი პარასკევს ემთხვევა, ამიტომაც „საქართველოს ბანკი“ „PLUS პარასკევს“ აღნიშნავს, რაც, ვფიქრობთ,  ერთ-ერთ მთავარ შოპინგ დღეს, Black Friday-ს ინტერესით და მოთხოვნით  არ ჩამოუვარდება. ჩვენ მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

ასევე იხილეთ