leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ამნისტიის შესახებ მთავრობის ინიციატივის საკითხი დამუშავების პროცესშია

“ამნისტიის შესახებ მთავრობის ინიციატივის საკითხი დამუშავების პროცესშია”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ამნისტიასა და აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„ოპოზიციას პოლიტიკური უვიცობა ახასიათებს, მაგრამ ასეთი უვიცობაც არ შეიძლება. თუ ხვდებიან, რომ ხალხის სასიკეთო ნაბიჯი უნდა გადადგას ხელისუფლებამ, დაგვეთანხმონ და ეს მათთვისაც კარგი იქნება და თუ აღიარებენ, რომ ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც ხალხისთვის სასარგებლოა, მაშინ შემოგვიერთდნენ. ოპოზიციაში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მოწინააღმდეგე უნდა იყოს. ეს საკითხი დამუშავების პროცესშია და დეტალები არ არის ცნობილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლების შესახებ კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს.

ასევე იხილეთ