leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ევროპაში გააგრძელებს, – ამის შესახებ მან ინფორმაცია “პირველ არხთან” დაადასტურა.

„აზერბაიჯანი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დავტოვე და კარიერას ევროპაში გავაგრძელებ. მაგრამ კლუბს არ დავასახელებ, ჯერ კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ ყველაფერს შეიტყობთ.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორი ძალიან კარგი ვარიანტი მაქვს, ორივე დასავლეთ ევროპის კლუბია და საბოლოო არჩევანს მალე გავაკეთებ“, – ამბობს ლუკა გუგეშაშვილი.

საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ბოლოს „ყარაბახში“ თამაშობდა. სამუშაო ხელშეკრულება კლუბთან მან 2023/2024 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ შეწყვიტა.

ასევე იხილეთ