top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი გველესიანი: მართლა წარმოუდგენელი შეგრძნებები იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებულები მსგავსი სიხარულით

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი აცხადებს, რომ გულშემატკივრების ემოცია, რომელიც გუშინ ღონისძიებაზე მიიღეს, არასდროს დაავიწყდება.

„მართლა წარმოუდგენელი შეგრძნებები იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებულები მსგავსი სიხარულით. რამდენი ხალხი არ გვინახავს თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, თუმცა ეს, ალბათ, უპრეცედენტო იყო, თან ყველა გახარებულია, არავინ არაფერს აპროტესტებს და ყველა ბედნიერია. ეს არის მართლა დიდი ბედნიერება. შემდეგ უკვე მოლხენასაც ცოდნა უნდა და ჩვენც მოვილხინეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს სექტემბერში რამეს გვავნებს. პირიქით, ახლა ყველანი ვემზადებით ჩვენს კლუბებში შემდეგი სეზონისთვის. უკვე სექტემბრის თამაშებისთვის ყველანი ვიქნებით მწყობრში და მზად.

ჩვენ გვყავს უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ გუნდებში წავლენ, ეს ტენდენცია გაგრძელდება და გამოიწვევს იმას, რომ მომავალი თაობები კიდევ და კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან და უფრო კარგ გუნდებში წავლენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის“, – აცხადებს გველესიანი.

ასევე იხილეთ