“გაურკვეველი ფორმულირება შემოიტანეს „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი“. საერთოდ სად არიან დაკარგულები და რა უნდათ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას.
„ჩაწერეს ის, რომ რუსეთს აქვს მცდელობები ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს. საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, როდესაც წუთიერ, წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს სწირავენ გრძელვადიან საერთაშორისო სამართლისა და გრძელვადიანი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ინტერესებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას – „ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს – წარმოაჩინოს, თითქოს არ არის კონფლიქტის მხარე“.