leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ მჭედლიძე: ბუდუ, გინება იცი?..

ჟურნალისტი მიხეილ მჭედლიძე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სოციალური ქსელით მიმართავს.

„ბუდუ, გინება იცი?

ერთი გემრიელად  შეუბერე და თქვი რა, რამე თუ გაქვს სათქმელი.

რომ იმან თქვა, ამან თქვა კი არ იყოს, შენი სიტყვა იყოს…

და არავინაც არ შეგეშვება. შენ ცეცხლის ხაზზე დგახარ და შენი პოზიცია გარკვევით უნდა დაასახელო.

დემოკრატიულ ქვეყანაში ხარ, იმაზე დემოკრატიულში, ვიდრე დღეს თამაშობ. არაფერი მოგივა. არც ვინ შეგავიწროვებს.

ვინც დაგტირის, იმათ უთხარი, ხარ სატირალი თუ არა და ისე უთხარი, რომ ჩვენ, ვისაც მაიდანი არ გვინდა, იმათაც გავიგოთ და წერტილი…“ – წერს მიხეილ მჭედლიძე.

ასევე იხილეთ