top_leaderboard
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელია, როდესაც ხედავ ტენდენციას, რომ წინასწარ გარკვეული მზადება მიმდინარეობს, რათა კითხვის ნიშნები არსებობდეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით

“შემაშფოთებელია, როდესაც ხედავ ტენდენციას, რომ წინასწარ გარკვეული მზადება მიმდინარეობს, რათა კითხვის ნიშნები არსებობდეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ვაკვირდებით არჩევნებთან დაკავშირებით რა რეაქციები ფიქსირდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ. რა თქმა უნდა, ეს არის შემაშფოთებელი, როდესაც ხედავ ტენდენციას, რომ წინასწარ გარკვეული მზადება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვის ნიშნები არსებობდეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენც ჩვენი გამოცდილება გვაქვს, 2020 წლის არჩევნები ძალიან დიდი გამოცდილება იყო საქართველოში. კარგად გვახსოვს რამდენი დრო დაკარგა ქვეყანამ ე.წ. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და რამდენი ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში შემოსულიყო და დამჯდარიყო.

რა თქმა უნდა, საყურადღებოა მსგავსი მოძრაობები საერთაშორისო არენაზე, მითუმეტეს ეუთოში, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უნდა დააკვირდეს არჩევნებს და დასკვნები გააკეთოს საარჩევნო პროცესიდან. როდესაც წინასწარ ხდება შეფასებები, 4 თვით ადრე პროცესისა, რომელიც ჯერ საერთოდ არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, ამან არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ობიექტურობა ან მუშაობა“,– აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ