მომღერალი სოსო პავლიაშვილი ეროვნული ნაკრების წარმატებას ეხმიანება:
„ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია! მათთვის ვლოცულობ და ვამაყობ. ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორია დაწერეს და ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, როგორც ჩემი შვილები, ძმისშვილები და ოჯახი. მათ წინაშე ქედს ვიხრი, მადლობა ღმერთს, ქართველი ვარ”, – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.