leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ

„დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება და გასამმაგდება მოთხოვნა – ბავშვებს ფეხბურთზე სიარული მოუნდებათ. ჩვენს ბავშვობაში ჩვენი კუმირები იყვნენ ჩივაძე, ყიფიანი, შენგელია, ასე ვიზრდებოდით. სანამ ქართველები გახდებოდნენ კუმირები, მანამდე მესი, რონალდუ იყვნენ და ეს არის ბედნიერება, რომ შენი ქვეყანა თამაშობს და შენი ქვეყნის გულშემატკივარი ხარ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ