leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: იმ ადამიანებს, ვინც ქილიკით უყურებდა და პრეტენზიას გამოთქვამდა, რატომ აფინანსებთ სპორტსო, არ მგონია, დღეს ეს კითხვა გაუჩნდეთ

„ჩვენ ამას სულ ვიმეორებდით, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი, საქართველოს ნაკრები ყოველთვის, მინიმუმ, მონაწილეობდეს დიდ ფორუმებზე, ეს ნიჭი, ეს მოცემულობა და შესაძლებლობები საქართველოში არსებობს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„შეიძლება, ვიღაცას არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ ამას სულ ვიმეორებდით, ვინც ამ პროფესიაში ვიყავით, მათ შორის უცხოელების შეფასებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი, საქართველოს ნაკრები ყოველთვის, მინიმუმ, მონაწილეობდეს დიდ ფორუმებზე. ეს ნიჭი, ეს მოცემულობა და შესაძლებლობები საქართველოში არსებობს. მაგალითად, ურუგვაი არის პატარა ქვეყანა, რომელიც მუდმივად მონაწილეობს დიდ ფორუმებზე, შეგვიძლია, საქართველოც ანალოგიურადვე იყოს. ეს პროცესი დაწყებულია. რა თქმა უნდა, ფეხბურთი არ არის ისეთი რამ, რომ სწრაფად მოახდინო რეაგირება, ამას წლები სჭირდება და გამოჩნდა კიდეც.

ლევან კობიაშვილი უკვე მეორე ვადით, დაახლოებით 9 წელია, არის ფედერაციის პრეზიდენტი და 9 წელი მოუნდა იმ შედეგს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყო. პროცესი არ შენელებულა და ამას თავისი შედეგი მოჰყვა. ამას სჭირდება სწორი ანალიზი, პროცესის სწორად დაგეგმვა. გარდა ფედერაციისა, დავინახეთ, რომ მთელი ერი ვიყავით ჩართული ამ პროცესში, ფეხბურთს და სპორტს რამხელა მნიშვნელობა აქვს. იმ ადამიანებს, ვინც ქილიკით უყურებდა და პრეტენზიას გამოთქვამდა, რატომ აფინანსებთ სპორტსო, არ მგონია, დღეს ეს კითხვა გაუჩნდეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ