leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს დავუჭერთ თუ არა მხარს საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს

“კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს დავუჭერთ თუ არა მხარს საპროკურორო საბჭოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ვიცით, კანონმდებლობის შესაბამისად, საპროკურორო საბჭო შეისწავლის კანდიდატებს. გამომდინარე აქედან, ის წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში შესაბამის კანდიდატს, რომელზეც უკვე პარლამენტში ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს, ჯერ „ხალხის ძალის“ ფორმატში, შემდეგ უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს ვუჭერთ თუ არა მხარს იმ კანდიდატს, რომელიც იქნება წარმოდგენილი საპროკურორო საბჭოს მიერ“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.

ასევე იხილეთ