ოლაფ შოლცი: ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს, არასდროს უნდა დავუჭიროთ მხარი
“გერმანია არასდროს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას გულისხმობს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს, არასდროს უნდა დავუჭიროთ მხარი. პუტინის წინადადება უცნაურია. ის ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის იქნება მზად თუ უკრაინა შემდგომ ანექსიებს დათანხმდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად ცინიკურად აზროვნებენ. პუტინი არ აპირებს თავისი დაპყრობითი ომების შეწყვეტას“, – განაცხადა შოლცმა.