leaderboard_below_slide
left_sabechdi

„m&i Forum“-ის საშუალებით მზად ვარ, ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში“,- არუნ ბაბლანი, ფორუმის მონაწილე

თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მნიშვნელობაზე საუბრობს „Vivaah Weddings“-ის დამფუძნებელი არუნ ბაბლანი.

„ჩვენ მთელ მსოფლიოში მაღალი დონის ქორწილების ორგანიზატორები ვართ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი, რომელიც ძალიან ლამაზი და ისტორიულია. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კარგი საშუალებაა თანამშრომლობის და კავშირების გაღრმავების, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ახალი პარტნიორები, შეხვდეთ სასტუმროების, უძრავი ქონების მფლობელებს. აქ შეიძლება ძალიან ბევრი კლიენტი აღმოვაჩინო, „m&i Forum“-ის საშუალებით მზად ვარ ბევრი ადამიანი მოვიზიდო საქართველოში“, – ამბობს არუნ ბაბლანი, ფორუმის მონაწილე ინდოეთიდან.

„m&i Forum“-ის ერთ-ერთი ღონისძიების, „m&i Tbilisi“-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

„m&i ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

„m&i Tbilisi“-ის ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს „m&i Forum“-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

ასევე იხილეთ