leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეროვნული ნაკრები: კაპიტანო, გილოცავთ დაბადების დღეს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნს, გურამ კაშიას ეროვნული ნაკრები დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

“კაპიტანო, გილოცავთ დაბადების დღეს!”,- წერია ეროვნული ნაკრების პოსტში.

ცნობისთვის, კაშია ამჟამად საფეხბურთო კლუბ „სლოვენში“ მცველის პოზიციაზე თამაშობს.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ის თავდაპირველად საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მიიწვიეს, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და ჯამში 2 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი მისი დებიუტი 2009 წელს ჩერნოგორიის წინააღმდეგ თამაშზე შედგა. 2022 წლიდან კი ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

სწორედ, გურამ კაშიას კაპიტნობით გავიდა საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც დებიუტანტი გუნდი მერვედ ფინალშიც გადავიდა.

 

 

 

ასევე იხილეთ