კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეხვედრების დროს სხვა საკითხებთან ერთად მოსახლეობის მოთხოვნა უბნებში გარე განათების მოწყობა იყო.
მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამთავისის, იგოეთის, მრგვალი ჭალის, ლამისყანის, ყარაფილის და აღაიანის უბნებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.