leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ მახარაძე-პატარქალიშვილი: ველოდებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერას აშშ-ში ანსამბლ „ეგრისის“ ჯგუფის გამგზავრების საქმეში

ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ცეკვის საერთაშორისო საბჭოს“ ელჩი საქართველოში ნიკოლოზ მახარაძე-პატარქალიშვილი კულტურის სამინისტროს მიმართავს:

„ერთ კვირაში, ქართული ხალხური ცეკვის დამსახურებულ  ანსამბლ „ეგრისის“ ჯგუფს, ჩვენთან ერთად, სულ 7 კაცს, ელიან მულტიკულტურულ ფესტივალში   მონაწილეობისათვის აშშ-ში, სადაც  სასტუმროსა და ადგილზე გადაადგილების, – ტრანსპორტის ხარჯები, მათ მიერ ორგანიზებულია! ველოდებით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერას აშშ-ში ანსამბლ „ეგრისის“ ჯგუფის გამგზავრების საქმეში,  საიდანაც იუწყებიან, რომ მათ სურთ კულტურული თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან,  რაც აღნიშნულია მათ მოწვევაში“.

აქვე გთავაზობთ ნიკოლოზ მახარაძე-პატარქალიშვილის ღია წერილს კულტურის მინისტრ, ქ-ონ თეა წულუკიანისადმი.

ქ-ნო თეა,

ამერიკის შეერთებული შტატების მულტიკულტურული ფესტივალის ორგანიზატორის, ქ-ნ იუდი მუნიოსის ა.წ. 14 ივნისის მოწვევის თანახმად, თქვენ ინფორმირებული ბრძანდებით, რომ ანსამბლ „ეგრისის“ ჯგუფის, 7-კაცის სასტუმროს ხარჯები მათ მიერ არის დაფინანსებული და ამავე ჯგუფის ჩასვლას სოლტ-ლეიკ-სიტიში ელოდებიან ა.წ. 11  ივლისს, რისთვისაც კიდევ ერთხელ გთხოვთ თქვენს  ხელშეწყობას 7  კაცის დღიური და ავიაბილეთების  ხარჯების დაფინანსების საქმეში.

ანალოგიური მოწვევის შესახებ,  მულტიკულტურული ფესტივალის ორგანიზატორის, ქ-ნ იუდი მუნიოსის მიერ ინფორმირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქ-ნი რობინ დანიგანი.

მოწვევაში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ მათ სურთ განავითარონ კულტურული თანამშრომლობა საქართველოსთან და თქვენი სამინისტროს მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენს მიერ ორგანიზებულ იქნება მათი მუსიკალური ბენდის მოწვევა საქართველოში, რომლებიც წარსდგებიან თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ა.წ. სექტემბერ-ოქტომბერში.

ასევე, გაცნობებთ, რომ ავიაბილეთების სააგენტომ, წარმოგვიდგინა სოლტ ლეიკ სიტიში  და უკან დასაბრუნებელი ერთი ავიაბილეთის უფრო შეღავათიანი ფასი, რაც ერთ კაცზე შეადგენს: 3495 ლარს.

ქ-ნო თეა, გთხოვთ საკითხი გადაგვიწყვიტოთ დაუყოვნებლივ, რადგან აშშ-ის საკონსულოში ელოდებიან „ეგრისის“ ჯგუფის წევრების მონაცემებს ვიზების მისაღებად.

P.S. წერილს თან ერთვის: მულტიკულტურული ფესტივალის ორგანიზატორის, ქ-ნ იუდი მუნიოსის მოწვევა ანსამბლ „ეგრისის“ ჯგუფის შესახებ, რაც გაგზავნილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში თბილისში, საქართველოში, – ელჩის, ქ-ნი რობინ დანიგანის სახელზე, ა.წ. 14 ივნისს.

პატივისცემით,

„პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის – საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მახარაძე-პატარქლიშვილი – „ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ – „ცეკვის საერთაშორისო საბჭოს“ ელჩი  საქართველოში.

ასევე იხილეთ