leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა/ფორუმი გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა/ფორუმი (Georgia Energy Exhibition and Forum – GEEF 2024) Greda-ს და Invest In Network-ის ორგანიზებით, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ფონდის საქმიანობის, პორტფელში არსებული ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურის პროექტებისა და სხვა ალტერნატიული წყაროების შესახებ, ასევე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე, ამასთან ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას.

ღონისძიების მთავარ თემას ქვეყნის მწვანე ენერგიაზე გადასვლა და განახლებადი ენერგიების პროექტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობა წარმოადგენს. ამასთან, ფორუმის მიზანია საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა.

აღნიშნული გამოფენა მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს კომპანიებისთვის პროდუქტებისა და მომსახურებების წარსადგენად, ამასთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ ღონისძიებას აღმასრულებელი რანგის თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექპერტები დაესწრნენ.  მასში მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო კომპანიებმა მიიღეს: Shine Energy, Rey Energy, Intellcom-group, Copter Tech, Enovus Frosio Next , Ecoville Georgia, Geo Energy, CINK Hydro-Energy, Shtigen, Parvus Consulting და სხვა.

 

ასევე იხილეთ