„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „ფაბრიკაში“ Vintage Market იმართება. 6-7 ივლისს, მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მომხმარებლებს ვინტაჟურ ტანსაცმელსა და ნივთებს სთავაზობენ, „ფაბრიკის“ ეზოში, ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში შეიკრიბებიან. ღონისძიების ფარგლებში, 6 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება ვორკშოპი თემაზე „ბიზნესი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“, რომელსაც PlasticWatcher.ge-ის დამფუძნებელი, ეკა ასათიანი გაუძღვება.
ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- გარემოზე ნეგატიური კვალის და ქცევის გარემოზე გაკონტროლების მნიშვნელობა;
- ცირკულარული აზროვნების ადვოკატირება;
- გრინვოშინგი ე.ი. ყალბი მწვანე კამპანიების წარმოება
აფსაიქლინგი (Upcycling), როგორც შემოქმედებითი პროცესი.
ვორკშოპზე დასწრება თავისუფალია.
ვინტაჟური ნივთების ბაზრობა „ფაბრიკაში“ 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.
ჯამში ბაზრობაზე 20 ვინტაჟური მაღაზია და საწარმო იქნება წარმოდგენილი.
„6-7 ივლისს, გელოდებით ყველას, ვინც ყოველდღიურობაში სიახლესა და განსხვავებულობას ეძებთ. „ფაბრიკას“ ეზოში შეხვდებით კოლექციონერებს, ადამიანებს მახვილი თვალით, რომელთაც თქვენთვის განსაკუთრებული ვინტაჟური სამოსისა თუ ნივთების სელექცია ექნებათ წარმოდგენილი. ჩვენს ეზოში თითოეულ დახლზე იპოვით ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა დროიდან მოდიან, ისტორიებს ჰყვებიან და ემოციებს გადმოსცემენ“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ვინტაჟური ნივთების ბაზრობით იწყება „საქართველოს ბანკისა“ და „ფაბრიკა თბილისის“ თანამშრომლობა. ჯამში, წლის განმავლობაში ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, სამი ბაზრობა გაიმართება – ვინტაჟური ბაზრობა – ივლისში, წიგნის ბაზრობა – სექტემბერში და საშობაო ბაზრობა – დეკემბერში.
„საქართველოს ბანკის“ მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებზე მისცეს წვდომა, მეტი მომხმარებლის შეძენაში დაეხმაროს და საბოლოოდ, მათი განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ღია ბაზრობები, რომლებსაც ფაბრიკა თბილისი ახორციელებს, გამორჩეული შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და ლოიალური მომხმარებლების შეძენა სურს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ფაბრიკა თბილისთან და წლის განმავლობაში სამ ბაზრობას გავმართავთ. გვიხარია, რომ ბაზრობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ვორკშოპზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ, სადაც ამ მიმართულებით აქტუალური კონცეფცები განიხილება. რაც მთავარია, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას დაუჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ვინტაჟური ნივთების ბაზრობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.