ბონდო მძინარაშვილი: დიდი ფეხბურთი დიდ ხელშეწყობას საჭიროებს და ივანიშვილზე უანგარო მზრუნველი ნებისმიერ სფეროს არც ჰყოლია, არც ჰყავს და, ჩვენი მდიდრების ქვაწვიობას რომ ვუყურებ, კიდევ დიდხანს არ ეყოლება
„დიდი ფეხბურთი დიდ ხელშეწყობას საჭიროებს და ივანიშვილზე უანგარო მზრუნველი ნებისმიერ სფეროს არც ჰყოლია, არც ჰყავს და, ჩვენი მდიდრების ქვაწვიობას რომ ვუყურებ, კიდევ დიდხანს არ ეყოლება”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.
„ვისაც გგონიათ, რომ ჩვენი ნაკრებით მოხიბლულ ბავშვებს მხოლოდ ავტოგრაფი და აღფრთოვანება ეყოფათ მომავალ ჩემპიონებად ჩამოსაყალიბებლად, ძალიან ცდებით.
არც გთხოვთ და არც ელის, მაგრამ საჯაროდ გადაუხადეთ მადლობა ბიძინა ივანიშვილს – ამ 30 მილიონის და სხვა არაერთგზის თანადგომისთვის!
დიდი ფეხბურთი დიდ ხელშეწყობას საჭიროებს და ივანიშვილზე უანგარო მზრუნველი ნებისმიერ სფეროს არც ჰყოლია, არც ჰყავს და, ჩვენი მდიდრების ქვაწვიობას რომ ვუყურებ, კიდევ დიდხანს არ ეყოლება.
მე მითქვამს და, თქვენი საქმისა თქვენ იცით!
P. S. ჰო, კრიშტიანუ რონალდუც არ ამბობს უარს კარგ ხელფასსა და ჰონორარზე, ფულისთვის (აც) თამაშობს თურმე, – ახლა მაცნობეს ლისაბონიდან”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.